ჭდე: ველოსახელოსნო
3სექ

გაიხსნაააააა!!!!!
😍😍15 აგვისტოს თბილისში რაიდერ ჯგუფის კიდევ ერთი ახალი ფილიალი გაიხსნა. ახლა უკვე ტაბიძის ხიდის ქვეშ გიმასპინძლებთ.
გახსნის ცერემონიამ ამაღლებული განწყობით სადღესასწაულო ტორტისა და პროფესიონალი ბაიკერების მიერ შესრულებული ტრიუკების ფონზე ჩაიარა. მადლობას ვუხდით ყველა სტუმარს ამ მნიშვნელოვანი დღის გაზიარებისთვის და ულამაზეს გოგონებს გახსნის ცერემონიის კიდევ მეტად გალამაზებისთვის. ჩვენ მოვდივართ ❤
განსაკუთრებული მადლობა ჩვენი კომპანიის ხელმძღვანელობას Badri Petriashvili Official ორგანიზატორებს და თითოეულ თანამშრომელს გაწეული სამუშაოსთვის.
ჩვენს სტუმრებს ადგილზე დახვდებათ მაღალი ხარისხის მოტოციკლეტების, მოპედებისა და ველოსიპედების არჩევანი. მოტო და ველო სპორტსმენებს კი აქსესუარებისა და ნაწილების მრავალფეროვანი არჩევანით გავანებივრებთ.
ნუ შეგეშინდებათ აგრეთვე, თუ თქვენს ორბორბლიან მეგობარს რაიმე დაუზიანდება. მის შეკეთებაზე ჩვენი გამოცდილი მექანიკოსები იზრუნებენ და უმოკლეს დროში კვლავ საღ-სალამათს დაგიბრუნებენ.