სამთო ველოსიპედის შეძენა გადაწყვიტეთ, მაგრამ არ იცით თუ როგორ შეარჩიოთ ის და რას მიაქციოთ ყურადღება? მაშინ ეს პატარა გზამკვლევი დაგეხმარებათ შეძენისას გადაწყვეტილების მიღებაში.
დაუსვით თქვენს თავს შეკითხვა – სად, რა სიხშირით და როგორი სერიოზულობით აპირებთ ამ ჰობიში ჩაღრმავებას და ამის საფუძველზე გააკეთეთ არჩევანი.
ეცადეთ შეიძინოთ კარგად დამკვიდრებული ბრენდების ველოსიპედები, როგორებიცაა Cube, Giant,ghost,Dema
1️⃣️ #ველოსიპედის #ზომა
ისევე, როგორც ტანსაცმელს, ველოსიპედსაც გააჩნია ზომა და მნიშვნელოვანია რომ მისი ზომა იყოს თქვენი შესაბამისი. შეუსაბამო ზომის ველოსიპედის მოხმარება უფრო მალე დაგღლით და შეიძლება კუნთების დაჭიმულობაც გამოიწვიოს. ზომები აღინიშნება ლათინური ასოებით, სანტიმეტრებით ან ინჩებით.
2️⃣ #️ამორტიზატორების #რაოდენობა
ერთ(Hardtail) თუ ორ ამორტიზატორიანი(Full Suspension) ველოსიპედი
Hardtail – ეს არის სამთო ველოსიპედი რომელსაც მხოლოდ წინ აქვს ამორტიზატორი. ეს სრულიად საკმარისია, რათა ველოსიპედი იყოს კომფორტული ქალაქში, პარკებსა და მინდორში და, ამავე დროს, უპრობლემოდ დალაშქროთ სამთო ბილიკები. მიუვალი ადგილი არსად დაგრჩებათ.
Full Suspension-ს უკანა ბორბალზეც აქვს ამორტიზატორი რაც მას სულ სხვა კომფორტს, მანევრსა და სტაბილურობას ანიჭებს, ხოლო მთაში მეტად რთული ბილიკების დაძლევის საშუალებასაც იძლევა უფრო თამამად და მაღალ სიჩქარეზე.
მაგრამ მას უპირატესობის გარდა, რამოდენიმე ნაკლიც აქვს: საგრძნობლად ძვირია Hardtail-თან შედარებით, უფრო მძიმეა, მეტ მოვლას მოითხოვს და შესაძლოა აღმართებიც უფრო რთული დასაძლევი გამოდგეს.
3️⃣️ #ბორბლების #ზომა
ყველაზე ხშირად ამ ზომას მოკრავთ ხოლმე ყურს რაც ველოსიპედს ახასიათებს, ეს არის მისი ბორბლების ზომა. გავრცელებულია მოზრდილთა ველოსიპედები სამი 26″, 27.5″ და 29″ ზომის ბორბლებით.
4️⃣ #️მუხრუჭები
ასებობს ორი ტიპის მუხრუჭი: თვლის რკალის მუხრუჭი და დისკური მუხრუჭი.
რკალის მუხრუჭები (#Rim #brakes, V-#brakes) უფრი იაფი, მარტივი და მომსახურებაში უფრო ადვილი, სამაგიეროდ ნაკლებად ეფექტურია, დასველებისას საგრძნობლად სუსტდება და დროთა განმავლობაში ცვითავს ბორბლის რკალსაც, რადგან ის უშუალოდ რკალთან მოდის კონტაქტში და ამით ამუხრუჭებს.
დისკური მუხრუჭები (#Disk #brakes) ამუხრუჭებენ ბორბალზე დამაგრებული დამატებითი სამუხრუჭე დისკის საშუალებით. იმის და მიხედვით თუ როგორ მოდის მექანიზმი მოქმედებაში, მუხრუჭი თავის მხრივ არის ორნაირი: კაბელური (გვარლის, ბაგირის) და ჰიდრავლიკური. პირველი უფრო იაფია და მარტივად მომსახურებადი, მეორე კი უფრო ძვირი, სამაგიეროდ მუხრუჭის ძალაც უფრო ძლიერი და კონტროლირებადია.
5️⃣ #️ახალი თუ #მეორადი
თუ ფინანსები ამის საშუალებას გაძლევთ, რა თქმა უნდა სჯობია ახალი ველოსიპედის შეძენა. ბოლო თაობის ველოსიპედის შეძენით, გექნებათ გარანტია შენაძენზე და ნაწილების ცვეთა/დაზიანებაც კარგა ხანს არ შეგაწუხებთ. #Hardtail-ის ფასები 500 ლარიდან იწყება (საშუალო დონის Hardtail 800-1500 ლარი ღირს), #Full #Suspension-ის საწყის ფასებს კი 2500 ლარს ზემოთ უნდა ელოდეთ.
გასაკვირი არაა, რომ ბევრისათვის ველოსიპედში ასეთი თანხის გადახდა წამოუდგენელია, ამიტომ მეორადი ველოსიპედი ბუნებრივ ალტერნატივას წამოადგენს. მეორად ველოსიპედებზე ფასების სპექტრი საკმაოდ მრავალფეროვანი და ზოგჯერ ალოგიკურიცაა, ასე რომ, სანამ მეორადი ველოსიპედის შესაძენად გაეშურებოდეთ კარგი იქნება ახალი ველოსიპედების ფასებისთვის მაინც გადაგეხედათ რადგან როდესაც გაგიჩდება კითხვა რომელია კარგი ველოსიპედი,მარტივად გასცე პასუხი ყოველთვის კარგი ველოსპედია ახალი ველოსიპედი.
#გადადით ბმულზე და ნახეთ #სპეციალური შეთავაზება რომელიც არ უნდა გამოტოვოთ.