2სექ

როგორ შევარჩიოთ ველოსიპედი?

სწორ გზაზე გადაადგილების დროს განსაკუთრებით კი სიჩქარის აკრეფისას ამორტიზაცია ხელის შემშლელია.მაგრამ რელიეფური საფარის შემთხვევაში ამორტიზაცია საჭიროა.ამორტიზაციის დროს უნდა მიაქციოთ ყურადღება იმას  აღემატება თუ არა თქვენი წონა 90 კილოგრამს.

ამორტიზაციის მიხედვით ველოსიპედები იყოფა 3 ტიპად:

 ველოსიპედი ამორტიზაციის გარეშე-ასეთი ველოსიპედი არის უხეში და რიგრიდული.

 ველოსიპედი წინა ამორტიზატორით(Hardtale)

 ველოსიპედი წინა და უკანა ამორტიზაციით(Fullsuspension)

ველოსიპედები ამორტიზაციის გარეშე (ქალაქის, ტრასის, აკრობატული) უფრო მგრძნობიარეა უხეშ გზებზე, მაგრამ იძლევა დიდი სიჩქარის განვითარების საშუალებას.

ველოსიპედები წინა ამორტიზაციით:წინა ამორტიზატორი აქვთ საწყისი დონის სამთო და საშუალო დონის ჰიბრიდულ ველოსიპედებს  რაც არის კომფორტული მართვის ოპტიმალური ვარიანტი.წინა ამორტიზატორი შთანთქავს დარტყმებს და დარტყმის შედეგად წარმოქმნილი რხევები აღარ გადაეცემა საჭეს და ჩარჩოს.

ველოსიპედები წინა და უკანა ამორტიზაციით:ორივე ამორტიზაცია ძირითადად აქვთ მაღალი ხარისხის სამთო ველოსიპედებს და ამ ტიპის ველოსიპედები არის საუკეთესო საშუალება უგზო ადგილებში გადასაადგილებლად.

ამორტიზაციის ხარისხი განისაზღვრება ამორტიზატორის სვლით და ტიპით.

ამორტიზატორის სვლა-ეს არის მანძილი მაქსიმალურად გახსნილ და შეკუმშულ ამორტიზატორებს შორის.რაც უფრო მეტია ამორტიზატორის სვლა მით უფრო მეტი დაბრკოლება იქმნება სისწრაფის მიმართ და მით უფრო დიდი სიმაღლიდან შეიძლება დახტომა.ამრიგად ეს უპირატესობები ფასებზე შესაბამისად აისახება,მაგრამ არ აქვს ამ პარამეტრებს მნიშვნელობა თუ თქვენ  არ აპირებთ მგზავრობას მთიან ადგილებში ან აკრობატული ილეთების გამოყენებას მგზავრობისას.

სამოყვარულო და ნახევრად პროფესიონალური ველოსიპედებისთვის, არსებობს ამორტიზატორების   შემდეგი ტიპები:

 ზამბარიანი-ელასტიური

 ზამბარიანი-ზეთოვანი

 ჰაეროვანი

 ზამბარიან-ელასტიური ამორტიზატორი:ამ ტიპის ამორტიზატორები უფრო გავრცელებული და ხელმისაწვდომია და გამოიყენება წინა ჩანგლებში.გარდა ზამბარისა რომელიც აქრობს დატვირთვას,მის შიგნით არის ასევე პოლიმერული რეზინა რომელიც ასრულებს მერყეობის გასანეიტრალებელ ფუნქციას.

 ზამბარიან-ზეთოვანი ამორტიზატორი:ზეთი გამოდის დიდი ზომის ხვრელიდან და ხვდება მცირე ზომის ხვრელში.მექანიკური შეკუმშვის ენერგია გადადის თერმოენერგეტიკულ  შეკუმშვაში.ამორტიზატორები ზეთოვანი დემპფერებით ითვლება ყველაზე ეფექტურად და ეს ფასზე დიდად არ აისახება.

 ჰაეროვანი ამორტიზატორი:ზამბარების მაგივრად ამორტიზატორების როლს ასრულებს სივრცე შეკუმშული ჰაერით.მისი საშუალებით ხდება წნევის რეგულირება და სწორედ ამაშია მისი უპირატესობა.ამ ტიპის ამორტიზატორები მცირე ვიბრაციებს ნაკლებად აქრობენ თუმცა გამოირჩევიან უფრო მეტი გამძლეობით ვიდრე ზამბარიან-ელასტიური ამორტიზატორები და მათი მუშაობის ხარისხი არ არის ამინდზე დამოკიდებული.

ველოსიპედისტებისთვის მეტად პრაქტიკულია  ამორტიზატორები ჩამკეტი მოწყობილობით, რისი საშუალებითაც ველოსიპედზე  მარტივდება მგზავრობის ხარისხი სწორ გზებზე.იდეალურ შემთხვევაში ამორტიზაციის ჩამხშობი ღილაკი მოთავსებულია საჭეზე რის შედეგადაც უფრო მარტივია მისი ჩართვა და გამორთვა.

საბურავები, ზომა და გავლენა ველოსიპედზე

საბურავების ზომა იზომება დიუმებში და მოქმედებს მართვის ხარისხსა და მგზავრობის კომფორტულობაზე.ზრდასრული ადამიანებისთვის განკუთვნილ ველოსიპედებში ყველაზე გავრცელებული ზომაა 26,27.5,28 და 29 დიუმი.რაც უფრო ნაკლებია საბურავის დიამეტრი მით უფრო მანევრულია მოდელი და ნაკლები ძალისხმევაა საჭირო სიჩქარის ასაკრებად.სამაგიეროდ დიდი დიამეტრი იძლევა შესაძლებლობას განავითაროთ დიდი სიჩქარე და უზრუნველყოთ მოძრაობის მოქნილობა.რაც უფრო ფართეა საბურავი და პროტექტორის ნახატი  მით უფრო რელიეფურია და რთულია მაღალი სიჩქარის აკრება,მაგრამ ამ ტიპის საბურავების მეშვეობით უფრო მარტივია რთული საფარის გადალახვა მაგ:ქვიშა,ტალახი და ა.შ.

2 დიუმი  სისქის ფართო საბურავებს ამონატჟებენ ძირითადად სამთო ველოსიპედებზე,ხოლო ქალაქის გზებისთვის და ტრასებისთვის განპირობებულია ერთი დიუმის სისქის  საბურავები.

ჩარჩოს მასალა და ზომა-ველოსიპედის არჩევა სიმაღლის მიხედვით

ჩარჩო არის ველოსიპედის ძირითადი ნაწილი და მისი ტიპის და ზომის არჩევა ხდება ადამიანის სიმაღლის  მიხედვით.ჩარჩოებს ამზადებენ ფოლადისგან,ალუმინის შენადნობისგან და კარბონისგან.

ფოლადის კორპუსი ძალიან მდგრადია და რთულად ზიანდება,აუცილებლობის შემთხვევაშიც მარტივად გასარემონტებელია თუმცა უფრო მეტს იწონის.

ველოსიპედი ალუმინის ჩარჩოთი ყველაზე მსუბუქია და მყარია კოროზიების მიმართ(რთულად იჟანგება).ამავდროულად ამ მეტალისგან დამზადებული ველოსიპედები ღირს უფრო ძვირი და რთულია მათი შეკეთება.

კარბონისგან დამზადებული ველოსიპედის ჩარჩო ყველაზე მსუბუქია და მდგრადობის მხვრივ არ ჩამორჩება ალუმინის ჩარჩოს,თუმცა მისი ღირებულება გაცილებით მაღალია ვიდრე  ალუმინის შენადნობის ჩარჩოსი.

ჩარჩოს კონფიგურაცია დამოკიდებული არაა მხოლოდ ველოსიპედის ტიპზე.

ქალებისთვის განკუთვნილი და ურბანული ტიპის ველოსიპედების ჩარჩო არის უფრო დაბალი ხოლო მამაკაცებისთვის განკუთვნილი ველოსიპედების ჩარჩო უფრო მაღალი.ქალისა და მამაკაცის მოდელებში ზედა თამასის  განლაგების სიმაღლე დამოკიდებულია ჩარჩოს ზომაზე.

ველოსიპედის სამუხრუჭე სისტემა

არსებობს  სამი  ტიპის სამუხრუჭე სისტემა:

  ფეხის მუხრუჭი

  შემოქსოვილი V-Brake

  დისკური მუხრუჭი

ფეხის მუხრუჭი: ფეხის მუხრუჭები ძირითადად გვხვდება საბავშვო და საგზაო ველოსიპედებში.ამ ტიპის მუხრუჭი არ საჭიროებს ხშირ მომსახურებას და მისი მუშაობის ხარისხი არ არის დამოკიდებული ამინდის პირობებზე.მისი მინუსი კომსტრუქციის სირთულე და და მუხრუჭის დაბალი ეფექტურობაა.(იხშობა მხოლოდ უკანა ბორბალი)

 V-Brake ტიპის მუხრუჭი: ამ ტიპის მუხრუჭი მოქმედებას იწყებს სამუხრუჭის დაჭერის შემთხვევაში,ორივე სამუხრუჭით შეიძლება 2 საბურავის მოძრაობის შემცირება რაც ამცირებს დამუხრუჭების მანძილს, თუმცა .ამ ტიპის მუხრუჭების ნაკლოვანება აისახება იმაში რომ მისი ეფექტურობა მცირდება წვიმის დროს,თუმცა სავსებით საკმარისია ქალაქში გადაადგილებისათვის.

 დისკური მუხრუჭი: არსებობს 2 სახის დისკური მუხრუჭი მექანიკური და ჰიდრავლური.

მექანიკური მუხრუჭის შემთხვევაში საფენები აჭერს სამუხრუჭე დისკზე ბორბლის ცენტრში ტროსის მეშვეობით,რომელიც იჭიმება სამუხრუჭეებზე დაჭერის დროს.

ჰიდრავლური მუხრუჭის შემთხვევაში ზემოქმედება ხდება სპეციალური სამუხრუჭე სითხით რომელიც ჩატუმბულია მაგისტრალში.

ამ ტიპის მუხრუჭებზე ამინდის პირობები პრაქტიკულად არ მოქმედებს. უნდა აღინიშნოს რომ ველოსიპედები  მექანიკური მუხრუჭით უფრო იაფია და არ საჭიროებს რთულ სერვისულ მომსახურებას ხოლო ველოსიპედები ჰიდრავლური მუხრუჭით ნაკლებად საჭიროებს სერვისულ მომსახურებას და მგზავრობა ამ ტიპის მუხრუჭებიანი ველოსიპედით არის შედარებით უფრო კომფორტული

ველოსიპედის სიჩქარეების რაოდენობა და მათი ტიპები

ურბანულ ველოსიპედებს ჩვეულებრივ აქვთ 1-დან 3_მდე სიჩქარე.თუ ველოსიპედს აქვს მხოლოდ ერთი გადამცემი მაშინ ეს ნიშნავს იმას რომ მისი სიჩქარე რეგულირდება სატერფულების ტრიალის ინტენსივობით.

სამთო,ტურისტული და ჰიბრიდული ტიპის ველოსიპედები მრავალსიჩქარიანია და შესაბამისად ისინი იძლევიან ნაკლები ძალისხმევის გამოყენების საშუალებას როგორც მთაზე ასვლის ასევე შორეულ დისტანციაზე მგზავრობის დროს.

მარავალსაფეხუროვანი ტრანსმისია  ველოსიპედებში გხვდება   პლანეტარული ან ვარსვკვლავისებური.

დაბალი,საშუალო და მაღალი კლასის გადამცემების არსებობას ველოსიპედში უფრო დიდი მნიშვნელობააქ ვიდრე სიჩქარეების რაოდენობას.

დასკვნა და ძირითადი კრიტერიუმები რის მიხედვითაც უნდა აირჩიოთ ველოსიპედი.

 ველოსიპედის ტიპი:გაერკვიეთ იმ საკითხში თუ სად და როდის აპირებთ მგზავრობას.თუ აპირებთ მხოლოდ ქალაქის ფარგლებში მგზავრობას მაშინ თქვენთვის სრულიად საკმარისია ურბანული და ჰიბრიდული ტიპის ველოსიპედი.

თქვენთვის არ არის მნიშვნელოვანი სიჩქარე.ხოლო თუ ყურადღებას აქცევთ გზის სირთულეს მაშინ შეიძინეთ სამთო ველოსიპედი რომლის გამოყენებაც ქალაქშიცაა შესაძლებელი.თუ გსურთ რომ იმოგზაუროთ დიდ მანძილზე მძიმე ტვირთით მაშინ აირჩიეთ ტურისტული ველოსიპედი.ხოლო თუ თქვენს ინტერესებში მხოლოდ შედის ტრიუკების შესრულება მაშინ გამოიყენეთ BMX.

 აირჩიეთ ჩარჩოს ზომა ტქვენი სიმაღლისდა მიხედვით( იხილე დიაგრამა)