თანამედროვე რეალობაში განსაკუთრებით პანდემიის პირობებში საქართველოში ველოსიპედი ყველაზე მოთხოვნადი და საჭირო ტრანსპორტი გახდა..ველოსიპედით გადააადგილებისას კი, ყველაზე დიდი დისკომფორტი არასწორად შერჩეული ველოსიპედის გარდა არასწორად შერჩეული სკამი იწვევს.
განსაკუთრებით თუ ამ ტრანსპორტის გამოყენებას ახალბედა ველომოყვარული იწყებს საგრძნობ ტკივილს გრძნობს საჯდომის მიდამოებში და შეიძლება იმდენად უსიამოვნო და გაუსაძლისი იყოს ტკივილი, ამის გამო შესაძლოა საერთოდ უარი თქვას ადამიანმა ამ სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობაზე.
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ ნათელი მოვფინოთ ამ საკითხს და გაგიზიაროთ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება ამ სფეროში.
თანამედროვე ველოსიპედის სკამები სხვადასხვანაირია და განსხვავდება ზომის და პარამეტრების მიხედვით.
🚲 სტანდარტული სკამი:
ასეთ სკამებს შეხვდებით ქალაქის და გზის ველოსიპედებზე გამოირჩევა ზომით არის საკმაოდ დიდი ზომის და რბილი ხშირ შემთხვევაში ზამბარით(ამორტიზირებით).ასეთი სკამით გადაადგილება ქალაქში ძალიან კომფორტული და სასიამოვნოა.
🚲 სპორტული სკამი:
ასეთ სკამებს შეხვდებით ტრასის წვრილ საბურავიან ველოსიპედებზე განსაკუთრებით სარბოლო ტიპის ველოსიპედებზე.სკამი არის საკმაოდ მყარი და ვიწრო ჩვეულებრივ სხვა სკამებისგან განსხვავებით.გამოიყენება სარბოლოდ დიდი სისწრაფით და გრძელ დისტანციაზე გადასაადგილებლად.
🚲 მთის ველოს სკამები:
მთის ველოსიპედის სკამებიც თავის მხრივ განსხვავდება სხვადასხვა დიზაინით და პარამეტრებით,რათქმაუნდა არ გამოირჩევა კომფორტულობით და სირბილით პირიქით ვიწრო და უხეში სკამია თუმცა მთაში გადასაადგილებლად ძალიან მოსახერხებელი.
🚲 სკამები მანდილოსნებისთვის:
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ველო მწარმოებლებმა ქალბატონებს ინდვიდუალურად შეურჩიეს სკამები,მიზეზი კი არის ქალის ანატომიური აგებულება,რადგან ქალის მენჯის ძვლები უფრო ფართოა ვიდრე მამაკაცის,შესაბამისად სკამის აგებულებაც და პარამეტრებიც საგრძნობლად განსხვავდება.სკამის ძირითადი უკანა ნაწილი არის შედარებით ფართო და მზადდება რბილი მასალისგან ან მაღალი ხარისხის ტყავისგან.
როგორი უნდა იყოს ველოსიპედის სკამი?
ამ კითხვაზე შეიძლება ცალსახა იყოს პასუხი, თუმცა მნიშვნელოვანია მაინც ეს ვიცოდეთ!ველოსიპედის სკამს უნდა ჰქონდეს მყარი ზედაპირი მენჯის ძვლებისთვის და გააჩნდეს საკმარისად ფართო უკანა ნაწილი. ხოლო ფართობი, რომელზეც ზის ველოსიპედისტი, უნდა იყოს ასევე საკმარისად გრძელი, რადგან მოძრაობის დროს ველოსიპედისტს უხდება სკამზე წინა და უკან მოძრაობა.სკამის ცხვირი უნდა იყოს ვიწრო, ხოლო უკანა ფრთები ძალიან არ იყოს გამოწეული, რათა ფეხების მოძრაობის დროს არ ეხახუნებოდეს თეძოების შიდა ზედაპირს. სწორედ ეს იწვევს მენჯების და საჯდომის მიდამოებში აუტანელ ტკივილს, რადგან ხახუნის დროს კანი უხეშდება და იქერცლება,ამიტომ სკამიც ველოსიპედის დანიშნულების შეაბამისად უნდა შევარჩიოთ რათა მაქსიმალურად კომფორტული იყოს ველოსიპედთან.